04:09 - 05 Nov, 2026
|
2015-03-12 15:36:14, 602 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას 18 მარტს გააფორმებენ
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებას 18 მარტს მოსკოვში გააფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ხელს მოაწერენ. როგორც ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობისთვის, რუსულ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)