|
2015-03-12 15:23:23, 635 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვის სამინისტროში ელექტრო გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ელექტრო გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური დავალება განიხილეს და ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებაზე იმსჯელეს. პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება, ქვეყნის ენერგოსექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილია ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)