|
2016-09-15 13:21:42, 1146 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: დიდი ეჭვია, რომ ჩანაწერი ნიკა გვარამიამ თავად გაავრცელა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. ივანიშვილი გამორიცხავს, რომ ჩანაწერი ხელისუფლებას გაეკეთებინა და ფიქრობს, რომ ის შესაძლოა, თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა. ივანიშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოსმენებზე უარი თქვა: "ნიკას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა ისედაც დაუფარავად ყველაფერზე საუბრობს. სწორედ ჩვენ მოსმენებზე ვთქვით უარი და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა თუ გახსოვთ, დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ, ხვედელიძე, რომელიც იყო ყველაზე აქტიური წევრი, მაგათი ჩანაწერი რომ გამოქვეყნდა, მაშინ არ დავზოგეთ. ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების ეს გახლავთ სწორედ, რომ მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა გაქვთ, რომ ხელისუფლებამ მიყურადება განახორციელა?! ეჭვები სულ უნდა გვქონდეს, სულ უნდა ვფრთხილობდეთ. კიბატონო, ხელისუფლებას აქვს მოსმენების ყველაზე დიდი რესურსი, უსაფრთხოების სამსახურს და შეუძლია, რომ მოუსმინოს, მაგრამ ამას უნდა დამტკიცება და ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს, სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ მოსმენა, მაგის პრობლემა არ არსებობს დღეს ტენქიკა ისე განვითარდა. დავადანაშაულოთ არა, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, გააკეთოს განმარტებები. ეჭვი შეიძლება გქვონდეს, მათ აქვთ ამის სხვაზე მეტი საშუალება. თანაც ვინ ადანაშაულებს, ნიკა გვარამია, რომელიც მოსმენების და მიყურადების სპეციალისტი იყო, კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ ეს კაცი. არავინ კითხვას აღარ სხვამს, როგორაა "რუთავი2"-ში და იცავს თავისუფალ მედიას. ჩანაწერი რომ ნამდვილია, თავად დაასაბუთა და ამით ეჭვსაც აღრმავებს, რომ მას ეს უნდოდა, რომ თავისი ვაჟკაცობა ეჩვენებინა "ნაციონალებისთვის", თუ საკუთარი გუნდისთვის, თუ მოსახლეობას ისევ გვემუქრება არვიცი, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად საკუთარი ნასაუბრების გავრცელება. მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში პარტია მთლიანად. თავისუფალი მედიის წარმოჩენა უნდათ "რუსთავი2"-ის სახით, ნახეთ რა როლი აქვს დღეს რუსთავი2-ის დირექტორს, მედიის დირექტორს. ესაა საოცრება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კითხვაზე-მართლა სთავაზობდით თუ არა ნიკა გვარამიას 5 მილიონს იმის სანაცვლოდ, რომ დაეტოვებინა ქვეყანა და "რუსთავი2", ივანიშვილმა ასე უპასუხა: "უფრო სერიოზული ხალხი აკეთებს არასერიოზულ განცხადებებს.უსუფაშვილი მყავს მხედველობაში და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები. გვარამიაზე სერიოზულ რეაქციებს ვეღარ გავაკეთებ. მაგის სისულელეებზე, რომ რაღაცას ამბობს გვარამია და მე უნდა ვუპასუხო, სასაცილოა.ეგეთი გვარამია და "რუსთავი2" წამალია საზოგადოების განვითარებისთვის, რომ კარგად დავინახოთ, ვინ იყვნენ ეს ხალხი",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე მტკიცებით, არჩევნების გაყალბება არ მოხდება. "იქნება ევროპული ტიპის არჩევნები და გადაწყვეტს საზოგადოება, ვის უნდა მისცეს ხმა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)