|
2015-03-12 13:01:10, 731 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპონენტებს „შოუს მოწყობა“ ამჯერად არ გამოუვიდათ
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებს „შოუს მოწყობა“ სურდათ. მისივე განმარტებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები მზად არიან, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე დღეს ამომწურავი პასუხები გასცენ დეპუტატებს. „ოპონენტებს სურდათ მოეწყოთ შოუ, ისინი მიჩვეული არიან ასეთი შოუების მოწყობას, მაგრამ ამჯერად მათ არ გამოუვიდათ. რაც შეეხება კომიტეტში მისვლას, თუ იქ იქნება კითხვები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, კვირიკაშვილი და ხადური ამომწურავ პასუხებს გასცემენ“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 13 მარტს გაიმართება, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)