|
2016-09-14 14:56:54, 721 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: გია ვოლსკის ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წარმოდგენა არ ქონდა
ვოლსკი და სხვა „ოცნების“ ფსევდოხელმძღვანელი ივანიშვილისგან იგნორირებული იყო. „ოცნებას“ ყავდა და ყავს ერთი ხელმძღვანელი - ივანიშვილი. ყველა დანარჩენი მის დავალებებს ასრულებს. ვოლსკის ივანიშვილის ტელეფონიც კი არ ქონდა, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი გია ვოლსკის განცხადებას, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ნათქვამს წინაისტერიულ ფონს უწოდებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, ის და დავით უსუფაშვილი ერთად იყვნენ, როდესაც ივანიშვილი მათ შეეხმიანა და „რესპუბლიკურ პარტიას“ დავით უსუფაშვილისთვის პრემიერის პოსტს სთავაზობდა. გია ვოლსკის ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წრმოდგენა არ ქონდა. ვოლსკის ივანიშვილის ტელეფონიც კი არ ქონდა. 2015 წლის დასაწყისში დათო უსუფაშვილი და მე ერთად ვიყავით, როდესაც ივანიშვილი შეგვეხმიანა და მე მითხრა, რომ „რესპუბლიკელებს“ დავით უსუფაშვილისთვის პრემიერის პოსტს სთავაზობდა. „ჩვენ 2015 წელს ივანიშვილთან ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, ეს ვოლსკიმ არ იცის, ის პოლიტიკურ პროცესებში არ იყო ჩართული. კაცი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და ღარიბაშვილი რომ წასასვლელი იყო, ეს ვოლსკიმ დეკემრის დღეებშიც კი არ იცოდა. ვოლსკი და სხვა „ოცნების“ ფსევდოხელმძღვანელი ივანიშვილისგან იგნორირებული იყო. „ოცნებას“ ყავდა და ყავს ერთი ხელმძღვანელი - ივანიშვილი. ყველა დანარჩენი მის დავალებებს ასრულებს. ვოლსკიმ არაფერი იცის 2014-2015 წელს რა ხდებოდა. „ქართული ოცნება“ რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, „მოქალაქეთა კავშირის“ უპრინციპობისგანა არაფრით განსხვავდება. ასე, რომ ვოლსკი იყო მეორე ეშელონის საშუალო დონის პოლიტიკოსი. ის არ იყო მიშვებული ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ მაგდასთან, სადაც მთავარი აგდაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი". "დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი", - განაცხადა ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკეტებს მსგავს განცხადებებს ივანიშვილიც, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი უყვება საზოგადოებას, თუ რა ხდება კულისებში და რა ხდებოდა მის დროს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)