|
2016-09-14 13:58:16, 687 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხახუბიამ ამომრჩეველს ფოთში დაგეგმილი პროექტები გააცნო
ყოფილი ხელისუფლების მიერ ფოთის პორტისა და სააავადმყოფოს გასხვისებით გამოწვეული სირთულეები, არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა - ამ თემებზე ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ნაბადის უბანში კანდიდატთან შესახვედრად მისული მოსახლეობა ქალაქის განვითარების კონკრეტული პროგრამებით დაინტერესდა. როგორც ხახუბაიმ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ქალაქის საავადმყოფო გაასხვისა, რაც ფოთში ჯანდაცვის სეგმენტში სერიზოული პრობლემების მიზეზი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით უკვე შემუშავებულია „ემერჯენსის“ განვითარების პროექტი, რაც მრავალ პრობლემას მოაგვარებს ფოთელებისათვის. კიდევ ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან კუნძულის უბანში შედგა. ირაკლი ხახუბიამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარე და ახალი დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ხახუბიამ განმარტა, რომ ფოთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალური გეგმა მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სანაპირო ზოლის განაშენიანება. რაც ქალაქში ტურიზმის სეგმენტს განავითარებს. ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებს მალთაყვის უბანშიც შეხვდა. საუბარი მამართველი გუნდის მიერ ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ფოთში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო. როგორც ირაკლი ხახუბაიმ აღნიშნა, ფოთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახალი ბულვარის მშენებლობა ქალაქის მოსახლეობისათვის ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ბიზნესის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელზეც ირაკლი ხახუბიამ გაამახვილა ყურადღება, ინფრასტრუქტურული პროექტებია - ქალაქის შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. (NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)