|
2015-03-12 12:33:53, 694 ნახვა
პოლიტიკა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე ნარმანიამ გიორგი გურგენიძის კანდიდატურა დაასახელა
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი გურგენიძის კანდიდატურა დაასახელა. როგორც ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურგენიძე პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრია. 2014 წლის სექტემბრიდან ის იყო სოფლის მეურნებობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მანამდე კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. გურგენიძე წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. „მე მჯერა, რომ მისი გამოცდილება ტრანსპორტის და ადმინისტრირების მართვის თვალსაზრისით თბილისის მერიას მნიშვნელოვნად წაადგება და ის წარმატებულად გაართმევს თავს დედაქალაქის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას“, – აღნიშნა ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)