|
2015-03-12 12:08:11, 650 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანიამ მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინა. „თბილისის მერის მოადგილის პოსტზე წარმოგიდგენთ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას. მას მედია და საექსპერტო წრეები ძალიან კარგად იცნობთ, როგორც ძალიან კარგ და კვალიფიციურ სანდო ეკონომისტს. ის იყო EBRD-ს ბას-კონსულტანტი, არის შავი ზღვის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად წარადგება თბილისის მერიას დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. ღრმად მრწამს, რომ მისი კვალიფიციურობა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და გამოგვადგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ირაკლი ლექვინაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე ალუდა გოგლიჩიძე შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)