|
2016-09-13 18:03:19, 1286 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერებმა დახურული წიგნის წამკითხავი კამერა შექმნეს
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური აპარატი შექმნეს. საუბარი კამერაზეა, რომელსაც დახურული წიგნის წაკითხვა შეუძლია. ეს აპარატი საიდუმლო აგენტებს, ისტორიულ მკვლევარებს, რომლებიც უძველეს დოკუმენტებსა და წიგნებს იკვლევენ, გამოადგებათ. კამერა ტერაჰერცულ რადიაციას იყენებს, ეს რადიაცია სხვადასხვა ქიმიკატთან კონტაქტისას სხვადასხვანაირად იქცევა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი გამოყენება MIT-ისა და Georgia Tech-ის მეცნიერებმა. რადიაციისა და ქიმიური შენაერთების ურთიერთქმედების შედეგად სხვადასხვა სიხშირეები გამოსხივდება. მათი გაზომვით კი ფურცელზე მელნიანი და ცარიელი ნაწილების ერთმანეთისგან გარჩევა ხდება. ალგორითმებისა და შესაბამისი პროგრამის საშუალებით, კამერისკენ "გამოსროლილი" სიხშირეების ინტერპრეტაცია ხდება, რის შედეგადაც გვერდებზე ასოების გარჩევაა შესაძლებელი. აპარატი ასევე ზომავს დროს, რომელსაც ტერაჰერცული რადიაცია დასხივებისთვის იყენებს, ამ მეთოდით უნაკლო სიზუსტით დგინდება კონკრეტული გვერდი, რომელზეც ტექსტი მდებარეობს. კამერას ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9 გვერდის სიღრმეზე წაკითხვა შეუძლია, თუმცა ჯგუფი ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობს და დიდი ალბათობით სასურველ შედეგსაც მიაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)