|
2015-03-12 12:05:54, 628 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანიამ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა. ამის შესახებ ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ბატონი დიმიტრი არის პროფესიონალი ეკონომისტი, რომელსაც აქვს, როგორც საჯარო უწყებებში, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დიმიტრი მთელ თავის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს დედაქალაქის განვითარებას მოახმარს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუმსიშვილმა ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)