|
2016-09-12 20:25:18, 1420 ნახვა
სხვადასხვა
კომპანია Samsung-ის აქციების ფასი 22 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა
კომპანია Samsung-ის აქციების ფასი ბოლო 2 დღის განმავლობაში 22 მლრდ აშშ დოლარით დაეცა. კომპანიის აქციების ფასის ვარდნა, სმარტფონების - Samsung Galaxy Note 7-ის სკანდალის ფონზე მოხდა. ბლუმბერგის მონაცემებით, კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა, გასულ პარასკევს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია, უარი თქვან Samsung Galaxy Note 7-ის მოხმარებაზე. ექსპერტების შეფასებით, აღნინული ინციდენტი კომპანიას "ახალ კოშმარად" მოევლინა. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, Samsung-მა შეაჩერა მათი ბოლო სმარტფონის გაყიდვა, რომელიც ბაზრებზე აგვისტოში გამოჩნდა. კომპანიამ, უკვე გაყიდული მოდელებიც უკან დიბრუნა, რისი მიზეზიც, ტელეფონის დატენვის დროს, ელემენტის აალება გახდა. აშშ-ის ხელისუფლებამ, მოქალაქეებს აღნიშნული სმარტფონების მოხმარებისგან თავის შეკავება ურჩია. აშშ-ის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ, Galaxy Note 7-ის თვითმფრინავის ბორტებზე გამოყენებაც აკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)