2016-09-12 19:23:29, 1263 ნახვა
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში ხვალ "მრეწველების" სარჩელს განიხილავენ
ხვალ, საქალაქო სასამართლოში ბლოკი "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" სარჩელის განხილვა გაიმართება.
როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, სარჩელის განხილვა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, სარჩელს მოსამართლე, ეკატერინე ჯინწარაძე განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ "მრეწველები", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "ვალერი კვარაცხელია სოციალისტები" და კიდევ რამდენიმე სხვა გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ცნობისთვის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, მრეწველების" რეგისტრაციიდან მოხსნა ბევრის ინტერესებში შედის. ის არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც იყოს.
ზურაბ ტყემალაძე სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრასაც აპირებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან