2016-09-12 14:40:56, 926 ნახვა
პოლიტიკა
ტრისტან წითელაშვილი NDI-სა IRI-ს ცესკო-ზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ცესკო-მ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ არ დარეგისტრირდა, NDI-სა და IRI-ს ზეწოლის გამო მიიღო, - ამის შესახებ ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტრისტან წითელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წითელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ბლოკის წევრებმა და იურისტებმა ცესკო-ს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ არ დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სიები და დოკუმენტაცია არასრულად წარმოადგინა, რაც რეგისტრაციაზე უარის მიზეზი გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან