|
2016-09-10 22:42:09, 940 ნახვა
პოლიტიკა
ლაგაზიძე: ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს, საარჩევნო სია დააკომპლექტა გირჩმა და პავლე კუბლაშვილმა
ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს, საარჩევნო სია დააკომპლექტა გირჩმა და პავლე კუბლაშვილმა, - ამის შესახებ პარტიის უკვე ყოფილი წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "ტრაგედია აღმოჩნდა ის, რომ ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, ამომრჩეველი, თანაგუნდელები. მან გაიყიდა როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით. პრობლემები დაიწყო გაერთიანებით გირჩთან. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ინტერვიუს, რომელიც ამ გაერთიანების შემდეგ არის ჩემს მიერ გაკეთებული. "პარტიის 4-წევრიანი გამგეობის წევრები ვიყავით მე და ბატონი გიორგი რუხაძე, მაგრამ გირჩთან გაერთიანების შესახებ ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია. მე იმიტომ არ წამოვედი გაერთიანების შემდეგ, რომ მეზრუნა პარტიაზე და გადამერჩინა. პაატა ბურჭულაძე ამბობდა, რომ სახელმწიფო ხალხისთვის პარტიას არ ჰქონდა თანხა და აუცილებელი იყო გირჩთან გაერთიანება. ის, რომ გირჩი არის მთავარი ფინანსური წყარო, ამას სიაც მოწმობს. "საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორი საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტების, ჩემი და გიორგი რუხაძის, ადგილი ოცეულში არ აღმოჩნდა. პაატა ბურჭულაძემ სიაში ადგილები კი არ გაყიდა, თავის სახელიც გაყიდა. "სიაში ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან 3 ადამიანია წარმოდგენილი. ძირითადი სია დააკომპლექტა გირჩმა, დანარჩენები პავლე კუბლაშვილის ლოიალურობიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს რეალობა ის, რომ ამ სიაში არიან გამყიდველი ნაციონალები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ახლა ბურჭულაძის სახელით ცდილბენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ბურჭულაძე ხალხს ატყუებს მას პარტია აღარ დარჩა, ატყუებს ამომრჩევლებს. პაატა გაიქცა და ამერიკაში და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა," - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)