|
2015-03-11 17:44:15, 625 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მეთიუ მიურეის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას ასევე ისაუბარეს საქართველოს როლზე, ევროპასა და აზიას შორის ენერგო უსაფრთხოების სფეროში. „ ამერკასთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წელი იყო, მნიშვნელოვანია აშშ-ის დახმარება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, კერძოდ წარმოების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აშშ-სთან. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა DCFTA-ის გაფორმების შემდეგ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)