|
2015-03-11 16:30:24, 654 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში ერთკვირიანი ტენდერები გამოაცხადონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში ერთკვირიანი ელექტრონული ტენდერები გამოაცხადონ. „მინდა განვიხილო თქვენთან ერთად დოლარის კურსის გამო ტენდერების მიმდინარე ჩავარდნა და სასწრაფოდ ერთობლივი ზომები უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ამასაც მარტივად მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში, მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება გამარტივებული ერთ კვირიანი ელექტრონული ტენდერები გამოცხადოთ, ან პირდაპირ შესყიდვის ნებართვა ითხოვოთ. რა თქმა უნდა, პროექტების შესრულებაზე მენარდეები ინტერესებზე და არა მათ დაჯარიმებაზე ფიქრი იქნება აქ მთავარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან მუნიციპალიტეტების ხელმღვანელებს მიმართა, რომ რეგიონების განვითარების და სოფლის მხარდაჭერის საბიუჯეტო ფონდების ფარგლებში, პროექტები სამინისტროში დროულად წარადგინონ დასამტკიცებლად და ახალი თანხების გამოსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)