|
2015-03-11 16:05:02, 650 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვალდებულები ვართ, მოსახლეობის ყოფას დღევანდელი პრობლემები არ დაეტყოს
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დაზოგონ. თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხარჯების შემცირება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ უნდა შეეხოს. "მინდა გთხოვოთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობის თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას დღევანდელი პრობლემები არ დაეტყოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რეგიონებში არა ერთი სოციალური პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „ჩვენი მთავარი მიზანი არის ადამიანი. ჩვენ ვართ ადამიანებზე ორიენტირებული მთავრობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მე მინდა რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)