|
2015-03-11 15:44:06, 656 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კონცენტრირებული ვართ, რომ საქართველოში ეკონომიკური პროცესები გააქტიურდეს
„ჩვენ მთლიანად კონცენრტირებული ვართ იმაზე, რომ საქართველოში განსაკუთრებით რეგიონებში ეკონომიკური პროცესები გააქტიურდეს“,-ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, რეგიონში ბოლო პერიოდში რთული პროცესები ვითარდება, რომელიც საქართველოსაც შეეხო. „მთავარი თემები რაც მინდა გამოვყო, ეს არის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ასევე პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. მთავარი გამოწვევები რა გაქვთ ?!- რომ ერთობლივად ერთიანი ძალისხმევით გადავწყვიტოთ ბოლო პერიოდში რეგიონში საკმაოდ რთული პროცესები ვითარდება , რა თქმა უნდა ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი. პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ჩვენთვის მთავარია რამდენადაც შესაძლებელია ეს პრობლემები სწრაფად დავძრათ, რადგან მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაირაოს ამ პრობლემებმა და გადავიდეთ სწრაფ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში ეკონომიკური პროცესები გააქტიურდეს“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)