|
2016-09-08 09:55:58, 607 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს თანამონაწილე მშვიდობის დასამყარებლად მთელს მსოფლიოში
საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაზე განაცხადა. უსუფაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა. „ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ სქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს, დანარჩენი, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატო-ს წევრი ქვეყნების, მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მოანწილე ნატო-ს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ ჩვენ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში და ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატო-ს თითეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც წარდმოგენილია საქართველოში და მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გაააკეთებს, რათა იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი, იყოს ჩართული პროცესებში, რადგან მომავალ წელს, მაისში, საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება. „ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში, ნატო-ს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისსძიება, რომელიც იქნება გარწკვეულწილად გაგარძელება ამ თანამშრომლობის ატმოსფეროსი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე - რომელი გზაა უფრო მოკლე და უფრო ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც გნერალურ მდივნას მოვახსენეთ დილით შეხვედრაზე, გვინდა რომ სწორად და პირდაპირ იყოს გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ნაყოფიერ მუშაობას მომდევნო სესიის განმვალობაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაცია, ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)