2016-09-08 09:21:17, 974 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, მსოფლიოსთვის ძალიან სერიოზული გზავნილია
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხვდება.
შეხვედრის დასაწყისში სტოლტენბერგა დავით უსუფაშვილს სტუმართ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი მიულოცა. მისივე თქმით, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალზე სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.
„ ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე საქართველო-ნატოს შორის“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან