03:44 - 05 Nov, 2026
|
2015-03-11 15:39:08, 645 ნახვა
პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი UNEP-ის გარემოსდაცვითი ასამბლეის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის(UNEA) ბიუროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლად, ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. გარემოსდაცვითი ასამბლეა (UNEA) წარმოადგენს მმართველ ორგანოს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი პროგრამის საქმიანობის გაძღოლის და ძლიერი მეცნიერულ-პოლიტიკური საფუძვლების ხელშეწყობის მანდატი. UNEA- ს გარემოსდაცვითი ასამბლეა ქმნის გადაწყვეტილებების მიღებაში 193 წევრი ქვეყნის მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)