16:16 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:36:55, 717 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, აშშ-ს მყარ პოზიციას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  აშშ-ს კონგრესში,  კენჭისყრაზე  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის გასვლის საკითხს გამოეხმაურა.

ჯანელიძის თქმით,  რეზოლუცია  ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

ჯანელიძე ელის, რომ კონგრესი რეზოლუციას მხარს დაუჭერს:

„ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. რეზოლუციაზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ამერიკის კონგრესში, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

მათ მოახდინეს მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზება, იმისათვის, რომ ეს პირველ რიგში კომიტეტში ყოფილიყო მხარდაჭერილი.

ასევე ჩვენ ველოდებით, რომ რეზოლუცია კონგრესის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რეზოლუციის კენჭისყრა  აშშ-ს კონგრესში თბილისის დროით 20:00 საათზე  დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics