|
2016-09-07 16:16:57, 669 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ნატო-ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის პოლიტიკური მხარდაჭერაა
ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი პირველ რიგში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის პოლიტიკური მხარდაჭერაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციას ექნება სრული სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და რა ნაბიჯებს დგამს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ”გენერალური მდივანი და ატლანტიკური საბჭო ქვეყანაში ჩამოდის მნიშვნელოვან პერიოდში ვარშავის სამიტის შემდეგ, რაც არის პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის. ეს არის დადასტურება ყველა იმ შედეგის, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა ამ პერიოდის განმავალობაში. ეს ვიზიტი არის ხაზგასმა ჩვენი რეფორმების, რათა მათ თავიანთი თვალით ნახონ, დაათვალიერონ როგორც თავდაცვის სფეროში განვითარებული რეფორმები და განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრონ საქართველოში ყველა ფაქტორთან, იქნება ეს საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პარტიები თუ ა.შ. მათ ექნებათ სრული სურათი თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და რა ნაბიჯებს დგამს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ჩვენი მიზანი იყოს შესრულებული ერთობლივად”, - განაცხადა ჯანელიძე. ამასთან, ჯანელიძეს თქმით, საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები. „საუბარი შეეხება გამოწვევებს, საფრთხეებს, რომელიც დღეს რეგიონშია და არა მარტო საქართველოს აქვს, არამედ დღეს ევროატლანტიკურ სივრცეს გააჩნია. იმ პარტნიორობით და ღრმა თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ ალიანსთან გვაქვს, როგორ შეიძლება ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ და რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რომელიც ერთად გადაიდგმება. ეს ნაბიჯები ვარშავის სამიტზე შეთანხმდა. ეს არის ჩვენი მეტი ჩართულობა და მონაწილეობა შავი ზღვის სტრატეგიული განხილვის საკითხებში, უსაფრთოების საკითხებში. ეს არის საჰაერო თავდაცვა, ეს არის ჩვენი სხვა ორმხრივი თანამშრომლობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერების კუთხით, რა თქმა უნდა, სტატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები”, - განაცხადა ჯანელიძემ.
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)