16:00 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:06:09, 658 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი სოფელ შალაურის ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ შალაურის N40 უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ  სიკეთეებზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია ის, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება, 2015 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს,თითოეული პაციენტის მკურნალობა დაახლოებით 94 000 დოლარი ღირს.ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელმაც მისცა საშუალება ადამიანებს დაემარცხებინათ C ჰეპატიტი“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა  ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებს- სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

 „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ვცხოვრობთ უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყანაში, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას არამარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში“,- აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან  სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზები დასახა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics