|
2016-09-03 17:35:19, 1018 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, ესაუბრეთ პოლიტიკოსებს გულწრფელად და საქმიანად
საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის " შენი ხმა ჩვენი მომავალია" ფარგლებში რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრები დღეს დაასრულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი სიღნაღის საზაფხულო სკოლას ეწვია და ახალგაზრდებს პროექტში აქტიურად ჩართვისთვის და მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლების გააქტიურებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:. "თქვენ რეალურად შეცვალეთ გარემო და მიეცით საზოგადოებას ძალიან დიდი პოზიტიური იმპულსი. მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთ ქალაქში, არაერთ ადამიანთან შეხვედრის დროს, ასობით და ათასობით ადამიანს დაანახეთ, თუ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღისწესრიგის წინაშე ვდგავართ და რა როლი აქვს თითოეულ ამომრჩეველს ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერის სახელით არ ხვდებოდით ამომრჩევლებს, არავისთვის არ სთხოვდით ხმის მიცემას, პოზიტიური გარემო შეუქმენით პოლიტიკურ დისკუსიას. მიეცით შესაძლებლობა პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად აწარმოონ საარჩევნო კამპანია და უფრო აქტიურად ჩაერთონ თვიანთი ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სახელმწიფოს მეთაური მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს, აქტიური დიალოგი აწარმოონ პოლიტიკურ ლიდერებთან. " "მივმართავ საზოგადოებას, გააგრძელეთ პოზიტიური ემოცია - ესაუბრეთ პოლიტიკოსებს, ესაუბრეთ გულწრფელად და საქმიანად. ეს კონტაქტი, პოლიტიკოსებთან მუშაობა, მისცემს შესაძლებლობას ჩვენს დემოკრატიას, იყოს რეალურად დაფუძნებული იმაზე, რასაც ჰქვია ხალხის მმართველობა, ის რაც კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რაც არ უნდა იმედგაცრუებული იყოთ, იურთიერთეთ პოლიტიკოსებთან, ესაუბრეთ მათ, შედით პირადად კოტაქტში, წერილები მისწერეთ პოლიტიკოსებს. მიეცით შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს იყვენენ თქვენს სამსახურში. იყავით მათთან ძალიან გახსნილები და გულწრფელები. ამ თხოვნით მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა განაგრძონ დისკუსიები და მსჯელობა, როგორც სამეგობროში, ასევე სამეზობლოში, რათა მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღოს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. "შენი ხმა ჩვენი მომავალია" პროექტის ფარგლებში მოწყობილი ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეები, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის იმედგაცრუების დაძლევის გზებით, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებითა და ახალგაზრდებთან მიმართებაში პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდნენ. პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს. "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ახალგაზრდული სკოლები ფუნქციონირებას მიმდინარე კვირას დასრულებენ. "დემოკრატიის ლაბორატორია" კი აგრძელებს პროექტს, რაც ითვალისწინებს კონკურსს უფროსკლასელებისათვის, ამომრჩეველთა გააქტიურების მიზნით.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)