|
2016-09-02 14:55:53, 1311 ნახვა
სხვადასხვა
სერჟ სარგსიანმა არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის ე.წ. აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად ყარაბაღის „დამოუკიდებლობის დღე“ აღნიშნა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავს. როგორც ირკვევა, საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ე.წ. დელეგაცია აფხაზეთიდანაც ჩავიდა. „დელეგაციას" ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" 25 წელი მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად, ურთულესი გზა გაიარა. აფხაზებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღის მათთან ერთად აღნიშვნა”, -განაცხადა გაბნიამ. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის "დელეგაციებსაც" შეხვდა. მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობას" ზეიმობს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანიც. პრეზიდენტი ყარაბაღში, გუშინ ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)