|
2016-09-01 17:03:18, 1197 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი - „სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის
ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ. მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარების იდეას ხორცი შეესხა და კიდევ 36 დამწყები ბიზნესმენი დაფინანსდა, ხოლო, „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 20 გამარჯვებული ჰყავს. „ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუკი რამ წამომიწყია ცხოვრებაში და ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მართლაც არაფრიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს ეკოსისტემა, სადაც ახალი, ინოვაციური იდეები ხორცს ისხამს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა ადამიანს, რომელთა მეშვეობით, ეს სისტემა ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურმა ასევე გამარჯვება მიულოცა ყველა გამარჯვებულ დამწყებ ბიზნესმენს, ხოლო მათ, ვინც დაფინანსება ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა, წარმატებები უსურვა. „მინდა, წავახალისო ყველა, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა დაფინანსება, მინდა გითხრათ, არასოდეს გაჩერდეთ. ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ. არასოდეს უნდა იფიქროთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ. არასოდეს იფიქროთ, ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი გაკეთებული - როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით პირველი ნაბიჯი და ის აუცილებლად გაამართლებს. თუ პირველი არა, მეათე გაამართლებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის, რომელიც თვისობრივად ახალ ეკონომიკის მიმართულებას გააჩენს ქვეყანაში და ამ პროექტის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება. მინიმუმ ათწლეულია საჭირო, რომ ამ მიმართულების წახალისებამ თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებები შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში და ჩვენ ნამდვილად მოწოდებული ვართ, ეს მიმართულება გავაძლიეროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროექტის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება. „სტარტაპ საქართველოს" ჯამში, 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი, დაფინანსების მოპოვებისთვის, 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)