13:36 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 16:34:28, 1247 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გახსნა, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა. საქმიანი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ფარმაცევტული, სამშენებლო სექტორის, სოფლის მეურნეობის, მანქანათმშენებლობის სფეროს კომპანიებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. 
მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქმიანი საბჭოს მოწვევის იდეა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი რანგის შეხვედრების დროს გადაწყდა.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე, ასევე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება საქართველოში. ასეთი თანამშრომლობის კარგ მაგალითად დიმიტრი ქუმსიშვილმა ტრაქტორების ამწყობი საწარმო დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება, რაც ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს უცხოელი ინვესტორებისათვის, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. 

საქართველო-ბელარუსის საქმიანი საბჭოს სხდომის მონაწილეებს ასევე მიესალმა ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ ბელი. 

ოფიციალური გამოსვლების შემდეგ, ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ფარმაცევტიკის, პოსტსაუნვერსიტეტო განათლების და მეცნიერების სფეროებში. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics