|
2015-03-10 16:40:17, 853 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ მეუფე იაკობს 22 011 ლარის ღირებულების Toyota Landcruiser გადასცა
მთავრობამ კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს 22 011 ლარის ღირებულების შავი ფერის Toyota Landcruiser სახელმწიფო ნომრით ROS – 300 გადასცა. აღნიშნული ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა. უწყებამ ეს გადაწყვეტილება მეუფე იაკობის წერილის საფუძველზე მიიღო. ეპისკოპოსმა ეკონომიკის სამინისტროს წერილით 2014 წლის 8 ოქტომბერს მიმართა, უწყებამ კი, მოძრავი ქონების მეუფესთვის უსასყიდლოდ გადაცემის ბრძანება 2015 წლის 26 იანვარს გამოსცა. დღესვე აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მმა გაავრცელა. ორგანიზაციამ აღნიშნული ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)