|
2016-08-31 12:47:34, 1335 ნახვა
სხვადასხვა
Forbes-მა ჟიზელ ბუნდხენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელა
ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდხენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიპოვა. ჟურნალ Forbes-ის მონაცმებით, ჟიზელ ბუნდხენის შემოსავალი წელიწადში 30 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც მეორე ადგილზე მყოფი ბრაზილიელი მოდელის ადრიანა ლიმას ანაზღაურებას სამჯერ აღემატება. ამჟამად ჟიზელს, რომელმაც სამოდელო კარიერა გასულ წელს დაასრულა, კონტრაქტი აქვს გაფორმებული Chanel-თან, Carolina Herrera-თან და Panten-თან. Forbes-ის სიაში მესამე ადგილზე ცნობილი რეალითი-შოუს ვარსკვალის კიმ კარდაშიანის ნახევარ-და კენდალ ჯენერია. ჯენერი გასულ წელთან შედარებით 13 პოზიციით დაწინაურდა. ის წლის ყველაზე წარმატებული მოდელი გახდა, რომელმაც მხოლოდ შარშან Instagram-ის გვერდზე 60 მილიონი თაყვანისმცემელი შეიძინა. ყველაზე მდიდარი მოდელების სიაში მოხვდა ასევე კარა დელევინი და მოდელი ჯიჯი ჰადიდი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)