14:58 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 23:10:14, 995 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი

"პუტინი არ არის საქართველოს მტერი" - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მან ვლადიმერ პუტინს "დიდი პოლიტიკოსი" უწოდა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, რომ პუტინი არ იყოს იძულებული ჩვენს ქვეყანასთან მტრული დამოკიდებულება ქონდეს.

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიანა. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სწორი განმარტება არ არის.

„არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც რუსეთი ძალების გაყვანაზე ვსაუბრობთ და დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე საუბრობენ,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics