|
2016-08-30 16:51:16, 1318 ნახვა
სხვადასხვა
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი
ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ დევიდ ჩეპმენს ვადამდელ პირობით გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, დევიდ ჩემპმენი ლეგენდარული ჯგუფის Beatles-ის ლიდერის მვლელობისთვის უკვე 35 წელია სასჯელს იხდის. კომისიის დადგენილებით, 61 წლის ჩეპმენი სამუდმაო პატიმრობის მოხდას ნიუ-იორკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გააგრძელებს. მარკ დევიდ ჩეპმენმა ვადამდელი გათავისუფლების შუამდგომლობით კომისიას პირველად 2000 წელს მიმართა. მაშინ მან სააპელაციო კომისიას განუცხადა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ის ასევე ამბობდა, რომ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც მას ლენონის მოკვლა აიძულა. შეგახსენებთ, რომ 1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენმა ოთხჯერ ესროლა მუსიკოსს, როდესაც ჯონ ლენონი და მისი მეუღლე იოკო ონო ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეპმენმა ლენონთან სურათი გადაიღო. ჩემპენს შეუძლია კომისიას ვადამდელი გათავისუფლების თხოვნით მეათედ 2018 წლის აგვისტოში მიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)