|
2015-03-10 12:43:58, 785 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად არ მივიდნენ
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გადაიდო. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად არ მივიდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მისი თხოვნით დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე ხნით გადაიდო. თინათინ მჟავანაძისთვის უცნობია, რას უკავშირდება შეხვედრის გადადება. "ცოტან ხნის წინ უმრავლესობის ლიდერი დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ,რომლის თხოვნითაც აღნიშნული შეხვედრა გადაიდო და ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს შეხვედრა კვლავ დაინიშნება. მიზეზს ვერ მოგახსენებთ ჩემთვის უცნობია, მაგრამ დავით საგანელიძის თხოვნით აღნიშნული შეხვედრა გადაიდო რამდენიმე ხნით",-განაცხადა თინათინ მჟავანაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე-უკავშირდება თუ არა შეხვედრის გადადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშნვას, მჟავანაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესია, ამ კითხვით თავად უმრავლესობის წევრებს მივმართოთ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის თემაზე სასაუბროდ მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)