|
2016-08-27 13:32:20, 776 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. “ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც, “ქართული ოცნების” პრიორიტეტებში თავიდანვე იყო თანამოქალაქეების ჯანრთელობაზე ზრუნვა და სოციალური საკითხები. დროულმა და ხელმისაწვდომმა სამედიცინო მომსახურებამ ათასობით ადამიანს მისცა განკურნების შესაძლებლობა და მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. ამისთვის, “ქართული ოცნების” მიერ 127,7%-ით გაიზარდა ბიუჯეტი. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 10 000 -ზე მეტ ადამიანს დაეხმარა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც მომავალში უკვე ნებისმიერი მოქალაქე უფასოდ შეძლებს სარგებლობას“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა, მაგალითად, წყალმომარაგების კუთხითაც. ნახევარ მილიარდზე მეტი უკვე დაიხარჯა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1.5 მილიარდის პროექტები ამჯერად შესრულების პროცესშია, რაც დამატებით 500 000 ჩვენს თანამემამულეს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას, ჩვენს პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება ადამიანი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოციალური პაკეტი. საბურთალოზე განხორციელებული პროექტები იქნება ნათელი ნიმუში “ქართული ოცნების” შემდეგი წარმატებული ოთხწლიანი მმართველობის, რასაც თქვენი თანადგომით და ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ მივაღწევთ”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. ინფორმაციას პარიტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)