|
2015-03-10 11:15:03, 798 ნახვა
პოლიტიკა
რეგლამენტით მთავრობას არ აქვს ვალდებულება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მისვლის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლებმა თავადვე, კენჭისყით უნდა გადაწყვიტონ. რაც შეეხება ოფიციალურ აქტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ, გიორგი მარგველაშვილს ის ჯერ არ გამოუცია. "პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, მთავრობას ვერ დაავალდებულებ, რომ დაესწროს ამ რიგგარეშე სხდომას. მთავრობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თავისი ნება გამოამჟღავნოს და მოვიდეს, მაგრამ რეგლამენტით ვალდებულება მთავრობას, რომ დაესწროს ასეთ სხდომას, არ აქვს. ჩვენ სავარაუდოდ,დავდგებით იგივე რეალობის წინაშე, როდესაც სხდომა იყო მოწვეული, თუმცა პარლამენტი ვერ შეირკიბა ქვორუმის არ არსებობის გამო",-განაცხადა გიორგი კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)