|
2016-08-26 16:04:50, 700 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ა.რ მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო 12 საკითხი. მთავრობის სხდომა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხების მიმოხილვის შემდეგ სიტყვა აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრს ლაშა კომახიძეს გადასცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების რეგიონული სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს შექმნის შესახებ" ისაუბრა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება რეგიონში საერთაშორისო პროექტების (EMPARD 2 – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა) წარმატებით განხორციელების საქმეში. საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. ცვლილების თანახმად კომისიის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე დაემატება. ასევე გაიზარდა სააბჭოს მიზნები და ამოცანები.
შემდეგი მომხსენებელი იყო აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რომელმაც რეგიონში უკვე მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. „ახალციხე-ბათუმის" 220 კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ნადიმ ვარშანიძემ და ტარიელ ებრალიძემ. დღევანდელ სხდომაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების და სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ. დღესვე, მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოსათვის" თანხმობის მინიჭება ელექტრონული აუქციონის ფორმით მერქნული რესურსის გაცემასთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)