|
2015-03-10 09:33:06, 673 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება
ქართული მხარის ინიციატივით, ხვალ, თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)