|
2016-08-24 14:12:34, 826 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: ხელისუფლებას, რომელსაც 25%-იანი რეიტინგი აქვს, სხვის პროცენტებს არ უნდა უყურებდეს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ამომრჩეველია და არა რომელიმე პარტია. ხუხაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს. „ის, რომ რეიტინგის ვარდნის მხრივ, ხელისუფლება კრიტიკულ ზღვარზეა, ეს ფაქტია. ტენდენციები, რომ დიდია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას ნიშნავს, რომ თუ ზიზღის ინდექსი მაღალია, მაშინ ამომრჩეველი უკიდურეს ზომას მიმართავს, რომ არ დადგეს მათთვის არასასურველი შედეგი. ეს ყოველივე ხელს უწყობს პოსტსაარჩევნო კრიზისის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პარტიების პროცენტულობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 25%-ის ნაცვლად, 10% რომ ეწეროს მაშინაც არაფერი შეიცვლებოდა. ხელისუფლებას, რომელსაც 25%-იანი რეიტინგი აქვს არ ნიშნავს, რომ მას პრობლემები არ აქვს. ამ სიტუაციაში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი არა პარტიები, არამედ თავად ამომრჩეველია. ასეთი ოპონენტი მტერსა და ავს. ხელისუფლება მიეჩვია, რომ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს. მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეიტინგში არ გადაასწროს. ხელისუფლებას ურჩევნია სხვის ქცევის პროგნოზირებას თავი დაანებოს და თავად გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, - აცხადებს ხუხაშვილი. გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგად, პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა-34.2%, სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%, ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%, პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%, რესპუბლიკური პარტია 0.7 %, პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)