|
2016-08-23 21:34:50, 790 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენმა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა რიგაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის კანცელარია იტყობინება. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ, რა დროსაც განიხილავენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პრიორიტეტებს, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვას, საზღვრების უსაფრთხოებას, ნაციონალურ სტაბილურობას, ტრანსნაციონალურ საფრთხეებს. აშშ და ბალტიის ქვეყნები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ თანამშრომლობა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში. რიგაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდემა განაცხადა, რომ აშშ ნატო-ს მოკავშირეების წინაშე თავისი ვალდებულებების ერთგული რჩება. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტით 23 აგვისტოს ჩავიდა. ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის გარდა, მან ორმხრივი მოლაპარაკებები ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეინისთან და პრემიერ-მინისტრთან მარის კუჩინსკისთან გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)