|
2016-08-23 13:03:17, 607 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო. მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება. „ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გვაქვს. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პარტიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა. „თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური გადაგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)