14:05 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 16:05:39, 826 ნახვა

პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსმა" კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა  კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.

პარტიის თავმჯდომარემ, დავით თარხან მოურავმა და გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს წალენჯიხის, ხობის და თბილისში- ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნეს.

ხობის რაიონში გამარჯვებისთვის  ბესო ლაგვილავა იბრძოლებს,  წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი  კობა ფარცვანია იქნება,  ხოლო თბილისში, ისნის  რაიონის საარჩევნო ოლქში  „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით კენჭს ირაკლი ლატარია იყრის.

“საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში, ვაზისუბანში და მერვე ლეგიონში არსებობს ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც დღემდე დარჩენილია ბიუჯეტში შეტანილი, რომელიც გაწერილი გვაქვს  და ძალიან მალე მოგახსენებთ. მე მაქვს იმედი რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“ - განაცხადა  ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ლატარიამ.

 „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას, ქვეყნის მასშტაბით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics