|
2016-08-23 11:26:50, 654 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი ხელისუფლებას სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე მოსახლეობის დეზინფორმირებაში ადანაშაულებს
“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა. საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება. "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მოუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით. სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს. ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინათინ ხიდაშელის მიერ, თვდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა. ამასობაში, სამწუხაროდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა რომელიც ამჟამად მიმდინარეობს შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, თინათინ ხიდაშელი განაგრძობს შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)