|
2016-08-22 15:11:57, 736 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება
ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანი, მრვალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა დ განაცხადა, რომ 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა - მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია. პრემიერის შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან, სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა. „ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალი ოთხი წელი", - განაცხადა პრემიერმა. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომელიც რეგიონში ენზელ მკოიანთან ერთად განხორციელდა - მათ შორისაა ირიგაციისა და სოფლების გაზიფიცირების, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და მთის კანონის მიღება. „მთის კანონი ახალქალაქისა და ნინოწმინდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული შეღავათები ეძლევათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. (NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)