|
2016-08-22 14:42:47, 757 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: ყველა პარტია ერთი და იგივე საკანონმდებლო საფუძვლებით მოწმდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პარტიების დოკუმენტაციის შემოწმების კუთხით, საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა სტანდარტი არ არსებობს. "ყველა პარტია მოწმდება ერთგვაროვნად, ერთი და იგივე საკანონმდებლო საფუძვლებით, რაც გახლავთ საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლი. შესაბამისად, ყველა სხვა მოსაზრება უსაფუძვლოა",-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. რაც შეეხება ხარვეზის დადგენის პროცედურას, ჟვანიას განმარტებით, არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", ბევრ სხვა პარტიას დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა 113-ე მუხლის შესაბამისად: " ეს ხარვეზი გამოსწორებულია უმოკლეს ვადებში და შესაბამისად ესაა ის მოთხოვნა, რასაც საარჩევნო კოდექსი ადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, თუ ხარვეზი არ ჰქონდათ, ისინი გატარდნენ რეგისტრაციაში. ამიტომ, მოთხოვნა ყველას მიმართ იყო ერთნაირი",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)