|
2016-08-22 12:57:25, 956 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა, - აღნიშნული განცხადება მეტრეველმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად, მეტრეველმა„ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ გაერთიანება დაასახელა. როგორც მეტრეველმა განაცხადა, მისთვის მსგავსი გაერთიანება მიუღებელია. „მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი. დავტოვე პარტია, მინდა წარმატება ვუსურვო მათ”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა. მისივე თქმით, სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. „მივდივარ სახლში“, - აღნიშნა მეტრეველმა. ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მეტრეველის პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია. "მინდა, გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)