|
2016-08-20 19:49:39, 1409 ნახვა
სხვადასხვა
ჩინეთში მშოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა
ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, მშოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შუშის ხიდის სიგრძე 430 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 300 მეტრს აღწევს. მედია საშუალების ინფორმაციით, ხიდი ორ მთას აკავშირებს. ზუსტად ამ ტერიტორიაზე ცნობილი ფილმის, "ავატარის" გადაღება მიმდინარეობდა. ამასთან, ხიდის სიგანე 6 მეტრია და ის მთლიანად შუშისგან არის შექმნილი. როგორც BBC წერს, ხიდის მშენებლობაზე 3.4 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის სამმაგი შუშიგან არის გაკეთებული. ხიდის არქიტექტორი ებრაელი ჰაიმ დოტანია. აღსანიშნავია, რომ შუშის ხიდები ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საინტერესო პანორამული ფოტოების გადაღების შესაძლებლობაა. ნაგებობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდზე დღის განმავლობაში 8 ათასი ადამიანის მიღებას შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)