|
2016-08-20 18:45:00, 773 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: უნდა დამთავრდეს პროცესი, როდესაც ადამიანები პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან
მინდა დავიჯერო, რომ ის მიზეზი, რომელიც გოდერძი ბუკიამ დაასახელა, სიმართლეს შეესაბამება. მან გააანალიზა თავისი წარსული გამოცდილება და ამიტომ კანდიდატურა მოხსნა, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ექსპერტის მოსაზრებით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, სხვა დეპუტატებმაც უნდა მიიღონ. „უნდა დამთავრდეს პროცესი, როდესაც ადამიანები პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან, იმის მიხედვით თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ასეთი არ არის მარტო გოდერძი ბუკია, ბევრი სხვა დეპუტატია, რომელიც „ცოცხების ფონზე“ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყარეს კენჭი. ისინიც თუ იგრძნობდნენ ამ მორალურ პასუხისმგებლობას და ბუკიას მსგავსად მოიქცევიან, ვფიქრობ მათთვის და ქვეყნისთვისაც კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა. ხუხაშვილის თქმით, არ შეიძლება პარტიიდან პარტიაში გადადიოდე და იყო დეპუტატი. „თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ბუკიას, ბევრი კეთილი საქმე შეუძლია გააკეთოს პოლიტიკის მიღმა. მოვუწონებ გადაწყვეტილებას და სხვა დეპუტატებსაც მოვუწოდებდი მსგავსი ნაბიჯი გადადგან“, - აღნიშნა ექსპერტმა. ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, კვლევების თანახმად, სამეგრელოში ხელისუფლებას განსაკუტრებით ცუდათ აქვს საქმე. „„ნაციონალურ მორაობას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ომი არ შეუძლია. ის ხელისუფლებასთან კონცენტრირებულ ბრძოლას რამდენიმე ძირითად წერტილში გამართავს. ერთ-ერთი ასეთი წერტილი არის სამეგრელო. კვლევებიც აჩვენებენ, რომ სამეგრელოში ხელისუფლებას განსაკუტრებით ცუდათ აქვს საქმე. ის კანდიდატები, რომლებიც ხელისუფლებამ წამოაყენა სამეგრელოში და სამწუხაროდ, არა მხოლოდ სამეგრელოში, რბილად, რომ ვთქვათ, კონკურენტუნარიანები არ არიან. ხელისუფლება თუ გადახედავს თავის მიდგომებს და კანდიდატების ხარისხს გააუმჯობესებდა, ეს მათ წაადგებათ. თეორიულად მოსალოდნელია, რომ მსგავსი გადადგომის პაქტები ისევ განმეორდეს“, - განაცხადა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ ხობში „ქართული ოცნების“ მიერ წარადგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ საარჩევნო ოლქში თავის კანდიდატურა მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)