|
2016-08-20 17:59:40, 818 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სოფელ ლიხაურში თხილისგადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა
''ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო''-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ლიხაურში თხილისგადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები ეკონომიკის დარგში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, დასაქმებასა და შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ საწარმოს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო . ''ბოლო ოთხი წლის მანძილზე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც მომდევნო წლებში ჩვენ მეტი მატერიალური დოვლათი უნდაშევქმნათ. მესმის, რომ გადასაჭრელია კიდევ არაერთი პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხედავთ, რისი შეცვლა, აღდგენა და გამოსწორებაც ჩვენშევძელით, ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. დეპუტატის თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. იცით, რომ წლების მანძილზე საპასუხისმგებლო პოზიციები მეჭირა, მაგრამ ჩემი ცოდნა,გამოცდილება და კონტაქტები ხელისუფლებასა თუ კერძო სექტორში, მინდა მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვახმარო. შესაბამისად, თუ ვინმემ იცის როგორ უნდა მოგვარდეს თქვენი პრობლემები, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ნამდვილად მე ვარ. გპირდებით და მზად ვარ, თქვენი ოჯახებისმეგობარი და ინტერესების დამცველი ვიყო", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)