13:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 16:56:01, 759 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ

უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, წარმოდგენილი გუნდი შეძლებს, ძალიან კვალიფიციურად გაართვას თავი საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვას.

"მათ აქვთ ამის გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურმა ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics