|
2016-08-20 16:03:30, 766 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: მეამაყება, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი
ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა, შეურაცხყოფების მიყენება საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს სულ რაღაც ოთხი წლის წინ ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბოლნისში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგა მეშველიანის წარდგენინსას განაცხადა. მინისტრის თქმით, "ქართული ოცნება" პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც დაუშვებენ ძალადობას. "თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორი იყო საარჩევნო კამპანიის ჩატარება ასეთ პირობებში. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, - განაცხდა კალძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ოჯახების გაუბედურების, დაშინებების გარეშე. "ეს რეალობა ჩვენს მიერ არის შეცვლილი. ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებები თანაბრად არის დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, პოლიტიკური შეხედულებებისა. ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ, მშვიდ, წყნარ გარემოში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაში მოვახდინეთ გარდატეხა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, გააცნოს ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)